სიახლეები

სიახლეები

2021 წლის 12 მაისიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.

2021 წლის 12 მაისიდან უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.

იცვლება ოჯახის წევრის განიმარტება, კერძოდ კი, ოჯახის წევრად მიჩნეულ იქნა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილი, ხოლო მშობელი, კანონის მიზნებისათვის, ოჯახის წევრად განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მშობელს.

ზემოაღნიშნული ცვლილებს გათვალისწინებით, იცვლება მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის მხოლოდ არასრულწლოვანი შვილები სარგებლობენ უფლებით მოითხოვონ და მიიღონ მუდმივი ცხოვრების ნებართვა, ხოლო მშობლები იმ შემთხვევაში, თუ შვილი არასრულწლოვანია. ამასთან, ზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ორი შემთხვევა, სრულწლოვანი შვილები უფლებამოსილები იქნება ისარგებლონ მხოლოდ საიმიგრაციო ვიზის D5 კატეგორიის მიღების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებით.

მნიშვნელოვნად იცვლება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები. ბინადრობის ნებართვის პირველადად გაცემისათვის განისაზღვრა დიაპაზონი - 6 თვიდან 1 წლამდე ვადა. ამასთან, ზოგიერთ შემთხევვაში დადგინდა კონკრეტული ვადები:

·         საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, პირველადად გაიცემა 6 წლის ვადით;

·         მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;

·         სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ აღნიშნულ უცხოელზე საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით;

·         საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, გარდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისა.

იზრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ვადა, კერძოდ,  მუდმივი ცხოვრების ნებართვგაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნაცვლად 6 წლისა.

განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე იზრდება უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადების სააგენტოს მიერ განხილვის და გადაწყვეტის ვადა, აღნიშნული ვადა ნაცვლად  3 კალენდარული დღისა განისაზღვრა 5 კალენდარულ დღით.

თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება უცხოელის მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად, იგი ვალდებულია აღნიშნული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.  ამასთან, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ. 

თუ უცხოელი ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე, მასზე საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა. აგრეთვე დაზუსტა, რომ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის არ ითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად.

განხორციელებული ცვლილებებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ექსკლუზიური უფლებამოსილება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო პირების გამოკითხვით.

აგრეთვე დაწესდა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან/და C კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაზე, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.

განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უცხოელის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია გახდეს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

გაზიარება:
სიახლეები

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

2022 წლის 01 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
ვრცლად
სიახლეები

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა

ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირთათვის პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების წესები და პირობები დადგინდა
ვრცლად
სიახლეები

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს

შესაძლოა, სალიზინგო კომპანიების საქმიანობის რეგულირება დაიწყოს
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გეგმავს ცვლილებების განხორციელებას შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი

2021 წლის 01 აპრილიდან ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.

2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.
ვრცლად
სიახლეები

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

2021 წლის 05 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით

საქართველოში ვიზიტი ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით
ვრცლად
სიახლეები

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა
ვრცლად
სიახლეები

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა

უცხოელი ვიზიტორებისათვის ბიზნეს ან/და შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში შემოსვლის პროცედურა გამარტივდა
ვრცლად
სიახლეები

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

"კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის
ვრცლად
სიახლეები

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა

01 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად
ვრცლად
სიახლეები

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ს რეფორმა   2021 წლიდან საგადასახადო კოდექსში
ვრცლად
სიახლეები

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს

საქართველო საზღვრების გახსნას იწყებს
ვრცლად
სიახლეები

სესხების გადავადების პროგრამა

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისა და კორონა კრიზისის ფონზე, 2020 წლის მარტში ქვეყანაში ამოქმედდა
ვრცლად
სიახლეები

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის შესახებ
ვრცლად
სიახლეები

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა
ვრცლად
სიახლეები

აღსრულების ეროვნული ბიურო ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის

2020 წლის 06 აპრილიდან სააღსრულებო წარმოება გამარტივებულად და ელექტრონულად განხორციელდება.
ვრცლად
სიახლეები

ერთ წელში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 19-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.
ვრცლად
სიახლეები

როგორია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა საქართველოში?

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ვრცლად
სიახლეები

ცვლილება საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიის
ვრცლად